ხანძარი დონეცკში
უკრაინის ოდესის ოლქსა და ქალაქებზე, ხარკოვსა და მიკოლაევზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიშისთვის სტრატეგიული ავიაცია გამოიყენეს.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, წუხელ სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის ცენტრის მახლობლად. გამთენიისას რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა მიკოლაევშიც. ქალაქის მერმა ოლექსანდრ სენკევიჩმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. სამივე შემთხვევაში მსხვერპლის და ნგრევის მასშტაბი ჯერ დადგენილი არ არის.
დღეს დილიდან ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ ძლიერი ხანძარია უკრაინის ქალაქ დონეცკში, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლქვეშაა. რუსული სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, იწვის ნავთობის ბაზა. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები წერენ, რომ ხანძარი უკრაინის არმიის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული უკრაინის სარდლობის მიერ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS) რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალების და საწვავის ათეულობით საწყობი გაანადგურეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს