ერევნის მერის ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მუშაობის ადრე დასაწყებად, 07:00 საათზე მუსიკის ხმა გააღვიძებს
ერევნის მერის ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს დილის 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ჰრაჩია სარქისიანმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სამუშაო დღე დილაადრიან უნდა იწყებოდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქმა დილაადრიან უნდა გაიღვიძოს, სამუშაო დღე უნდა იწყებოდეს ადრე. ამიერიდან დილის 07:00 საათიდან, საათში ერთხელ მერიის საათის გაჟღერებული მუსიკის ხმა ქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში გაისმება“, – წერს ერევნის მერი.
გარდა ამისა, ერევნის მოქალაქეებს შეეძლებათ, ოპერის თეატრის შენობაზე დამონტაჟებული ეკრანიდან შეიტყონ ზუსტი დრო და ჰაერის ტემპერატურა.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება