''რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს''
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიები თებერვალში შეჭრის შემდეგ.
მისი თქმით, აღნიშნული წაახალისებს კიდევ უფრო ფართო კონფლიქტს, რაც მოსკოვს ძალიან საჭირო შესაძლებლობას მისცემს, რომ შემდეგი რაუნდისთვის გადაიარაღდეს.
„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთის ფედერაციას დასვენების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია