შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოპილასა და მარინკას მიმართულებებით მტრის შტურმი მოიგერიეს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კრასნოპილას მიმართულებით მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ძალისხმევას ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე.
„სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა დიბროვნეს, მაზანივკას, ბოჰოროდიჩნეს, ადამივკასა და კურულკას გარეუბნები.
დონეცკის მიმართულებით შეინიშნება ნიშნები, რომ მტრის ქვედანაყოფები ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით.
ნოვოპავლივსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს თავდასხმებს ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად. საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ოკუპანტები ახორციელებენ სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე მათი მოქმედების შეზღუდვის მიზნით“ , - აცხადებენ გენშტაბში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღდმდეგე ცეცხლს ხსნის ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ბერესტოვთან, პოკროვსკესთან, სოლედართან, ზაიცევესთან, ვერშინასთან, ნოვოლუჰანსკესთან, კლიშჩიივკასთან და ნიუ-იორკთან.
„მარინკას მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან მორიგი შეტევის მცდელობა მთლიანად ჩაიშალა. ჩვენი ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები სამარცხვინოდ უკუიქცნენ“, - აცხადებენ გენშტაბში.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა