''მტერი უნდა გავტეხოთ, ამას ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს''
მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მოწინააღმდეგის გატეხვა, რაც დიდ დროს და ძალას მოითხოვს, მაგრამ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს.
„ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს - ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სოციალური სერვისების დასაბრუნებლად, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად უზარმაზარი ფინანსები სჭირდება.
„უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და ყოველ კვირას ახლები ემატება. ყველა მათგანმა განიცადა ფართომასშტაბიანი განადგურება. ეს ნიშნავს კოლოსალური სახსრების საჭიროებას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სამედიცინო და სოციალური სერვისების დასაბრუნებლად, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად“ ,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის აღდგენის დაწყება დღესვეა საჭირო.
„უკრაინის აღდგენა არ არის მხოლოდ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს არის ასევე ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. გავაკეთოთ ახლავე“ ,- აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა