''პუტინი ომისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა და გაგრძელებასაც მართლაც დიდხანს შეძლებს'' - ოლაფ შოლცი
პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის ამოიწურება პუტინის იარაღი და სახსრები.
„ეს დანამდვილებით არავინ იცის. ის არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, ასე რომ, ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს შეძლებს“ , - აღნიშნა შოლცმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება მისი სიმშვიდის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ყველაფერ იმის დასაცავად, რაც უკრაინელ ხალხს სურს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი