უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეჭრის დღიდან 34 850 რუსი სამხედრო მოკლეს
რუსეთი აგრძელებს სამხედროების დაკარგვას უკრაინაში. დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ 150 დამპყრობელი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ომის დაწყების დღიდან 34 850 რუსი სამხედროა განეიტრალებული.
„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1532 ტანკი, 3659 ჯავშანტექნიკა, 764 საარტილერიო სისტემა, 243 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 184 ვერტმფრენი, 630 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2564 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 60 ერთეული სპეცტექნიკა და 139 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს