რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა
უკრაინის რამდენიმე ოლქში დაბომბვის შესახებ იუწყებიან. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, 25 ივნისს დილით რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა ჟიტომირის, ლვოვის, ჩერნიგოვოს და დენპროპეტროვსკის ოლქებს.
ლვოვის ოლქში რაკეტა ჩამოვარდა იავოროვშინეს სამხედრო ობიექტზე. ლვოვის აღნიშნულ რაიონში მდებარეობს პოლიგონი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში გახდა რუსების სარაკეტო იერიში ობიექტი. როგორც ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ კოზიცკი წერს, უკრაინელებმა შეძლეს ორი რაკეტის ჩამოგდება, თუმცა ოთხი მიზანს მოხვდა.
ჩერნიგოვის ოლქში, 05:00 საათზე აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში სამიზნე გახდა დასახლება დესნა. რეგიონის მეთაურის ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, დასახლების მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს. დესნაში მდებარეობს უკრაინელი სამხედროების მომზადების პუნქტი. როგორც ჩაუსი ამბობს, რაკეტების უმეტესობა დესნას მიმართულებით ბელარუსიდან გაუშვეს.
ჟიტომირის ოლქის ხელისუფლების ცნობით კი, რეგიონის მიმართულებით რუსებმა 24 რაკეტა გაისროლეს. სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო. დაიღუპა ერთი სამხედრო და ერთი დაიჭრა. თავად ქალაქი ჟიტომირი არ დაზარალებულა. როგორც ჟიტომირის მერი სერგეი სუხომილინი ამბობს, რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსების საარტილერიო დაბომბვის სამიზნე გახდა კრივოი როგის დასახლებები. დაშავდა 30 წლის ქალი, დაზიანდა კერძო სახლი.
ხმელნიცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ორი რუსული რაკეტის ჩამოგდება. მათი ნამსხვრევების ნაწილი ტყეში, ნაწილი კი. დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. დაშავებულები არ არიან.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"