"გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის, გვაქვს მზადყოფნა, მივანიჭოთ ეს სტატუსი საქართველოსაც"
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიშელმა განაცხადა, საქართველომ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.
„მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც ევროპულმა კომისიამ მოამზადა, ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის ერთიანობის, პოლიტიკური მზაობის საკითხი. ჩვენ გვქონდა საშუალება, პრესკონფერენციამდე დავკავშირებოდით პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე გვქონდა საშუალება, დავკავშირებოდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მაია სანდუს. ეს იყო შესაძლებლობა მიგვეღო გადაწყვეტილება გაძლიერებაზე უკრაინის მხარდაჭერისა ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ დასკვნაში ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვაგვარებთ შედეგებს რუსული აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ საკვების, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებს.
ასევე, ჩვენ გვქონდა საშუალება, შევხვედროდით დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებს, ეს იყო შესაძლებლობა ძალიან ინტენსიური, ნაყოფიერი აზრების გაცვლისა, იყო ასევე შესაძლებლობა ჩვენი სურვილის კიდევ ერთხელ გაცხადებისა, რომ ახალი სიცოცხლე შევძინოთ ამ პროცესს, რომელიც მიდის დასავლეთ ბალკანეთთან. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ რეფორმების, სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, კორუფციასთან ბრძოლისკენ და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ჩართულობა, რათა რამდენიმე დავა მოგვარდეს, რომელიც ჩვენ უკან გვწევს, ჩვენ გვინდა წინ ვიაროთ, ჩვენ ჩვენი ვალდებულება გვაქვს აღებული. რაც შეეხება ბულგარეთსა და მაკედონიას, ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებას, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან. ჩვენ ასევე შესაძლებლობები გვაქვს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. იყო შეთავაზება, რომ კომისიას წარმოედგინა მოხსენება სხვადასხვა პირობებთან, რათა ევროპული საბჭო დაბრუნებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინას საკითხს“, – განაცხადა მიშელმა.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"