ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემები უკრაინაში ჩავიდა
ამერიკული წარმოების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული, HIMARS-ის ტიპის სისტემების, პარტია უკრაინაში ჩავიდა, ამის შესახებ ტვიტერით ცნობა გაავრცელა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა.
მან მადლობა უთხრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, "ამ მძლავრი იარაღისთვის“. HIMARS-ს მიზნის დაზიანება შეუძლია 80 კილომეტრის მანძილზე, რაც მეტია რუსეთის ზალპური ცეცხლის სისტემების მოქმედების რადიუსზე მეტია.
ითვლება, რომ ეს დახმარებას გაუწევს უკრაინის არმიას, კერძოდ, საარტილერიო დაპირისპირებისას, რაშიც, ახლა რუსეთს არსებითი უპირატესობა აქვს.
აშშ-ის განცხადებით, ახლა უკრაინას გადასცა ოთხი სისტემა. განიხილავენ კიდევ ოთხი ამგვარი სისტემის უკრაინაში გაგზავნას. უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ის სისტემების მოხმარებაში წვრთნა უკვე გაიარეს. აშშ უკრაინას დაჰპირდა, რომ მიაწოდებს ზალპური ცეცხლის დაშენისთვის სადაზვერვო ინფორმაციას.
HIMARS-ის მიერ გარკვეული სახეობის რაკეტების გამოყენებისას შესაძლებელია სამიზნე დააზიანონ 300 კილომეტრში, მაგრამ აშშ-მა განაცხადა უკრაინაში სისტემების გაგზავნის წინ, რომ არ სურს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს მიაყენოს დარტყმა.
უკრაინისთვის ტიპის ზალპური ცეცხლის თანამედროვე სისტემების მიწოდებისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს ბრიტანეთმა და გერმანიამ. უკრაინა ამ სისტემების ბევრად მეტ რაოდენობას მოითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თანახმად, რუსეთთან თანასწორობის მისაღწევად ფრონტზე მძიმე ტექნიკის რამდენიმე ათასი ერთეული სჭირდებათ, მათ შორის მან ახსენა 300 რეაქტიული სისტემა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი