უკრაინის რადამკანონი მიიღო, რითაც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული მუსიკა იკრძალება
უკრაინის უმაღლესმა რადამ, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტი მიიღო, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში.
ასევე რადამ გაზარდა უკრაინული მუსიკის კვოტა რადიოსადგურებისა და ტელეარხების ეთერში.
კანონი კრძალავს ნაწარმოებების (მათ შორის მუსიკალური კლიპების) საჯარო შესრულებას და ტრანსლირებას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ, ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ.
დოკუმენტის თანახმად, ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმა დაეკისრებათ.
ეს არ იმოქმედებს იმ შემსრულებლების მუშაობაზე, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
იმისათვის, რომ მოხვდნენ გამონაკლისების სიაში (და, კერძოდ, უკრაინაში გასტროლებზე), კანონპროექტი დაინტერესებულ არტისტებს, ან მათ წარმომადგენლებს ავალდებულებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს განაცხადი წარუდგინონ დადგენილი ფორმით.
განცხადებასთან ერთად, ხელოვანებმა ხელი უნდა მოაწერონ აგრესიის დაგმობისა და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნის დეკლარაციაზე.
ვარაუდობენ, რომ გამონაკლისების სია განთავსდება და განახლდება უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა