''უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო'' - „ბიბისი“
უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო. ნედლეულის მიწოდებას კი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებდა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საუბარია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შესწავლის ფინური ცენტრის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, ნავთობისა და გაზის ექსპორტის 61 პროცენტი ევროკავშირში – ძირითადად გერმანიასა და იტალიაში განხორციელდა, რამაც შემოსავლის სახით, დაახლოებით 60 მილიარდამდე დოლარი შეადგინა. ხოლო, ევროკავშირს მიღმა რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ჩინეთი აღმოჩნდა, 12.6 მილიარდი დოლარის ოდენობის შენაძენით.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს