''ნანგრევები ერთ დროს ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი - სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს''
დონბასში ძალიან სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ამ სახელებს ყოველდღე ვიმეორებ: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, სლოვიანსკი, ბევრი, ბევრი სხვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს.
„რუსეთს სურს გაანადგუროს დონბასის ყველა ქალაქი, სიტყვა "ყველა" არ არის გაზვიადებული. სურს გაანადგუროს ისე, როგორც ვოლნოვახა, მარიუპოლი. მთელი ეს ნანგრევები ერთ დროს ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი კრატერები - სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს. ალბათ, ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადირების უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ ოკუპანტების შესაჩერებლად.
“უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ოკუპანტების თავდასხმები, როგორც შეუძლიათ. რამდენადაც მათ ამის საშუალებას აძლევთ მძიმე იარაღი, თანამედროვე არტილერია, ყველაფერი, რაც ჩვენ ვითხოვეთ და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს