"უკრაინაში არსებული ვითარება გლობალურ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება გლობალურ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს.
როგორც ზელენსკიმ სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, იმის გამო, რომ უკრაინას დიდი რაოდენობით ხორბლის, სიმინდისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი არ შეუძლია, მსოფლიო „საშინელი სასურსათო კრიზისის“ ზღვარზეა.
„ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მსოფლიოს გარშემო ათეულობით ქვეყანაში შესაძლოა, პროდუქტების ნაკლებობა იყოს. მილიონობით ადამიანში შესაძლოა, გამოიწვიოს შიმშილი, თუ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა გაგრძელდება. როდესაც ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ დავიცვათ მშვიდობა, სხვა ადამიანი ამას ანადგურებს, სხვა ადამიანი აგრძელებს, რომ მსოფლიო შიმშილით დააშანტაჟოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა