რატომ არ დაუჭირა მხარი მერკელმა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მხარი იმის გამო არ დაუჭირა, რომ ეს შესაძლოა, ზიანის მომტანი ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მერკელმა ინტერვიუში, 2008 წელს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გამოხატული წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ დაიცვა. საუბარია ნატო-ს დაპირებაზე, რომ ორი ქვეყანა მომავალში რაღაც ეტაპზე ნატო-ში გაწევრიანდებოდა, მაგრამ „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“ გააქტიურებაზე ალიანსმა უარი განაცხადა.
ამასთან, აპრილის თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარად “არასწორი გათვლა“, რამაც რუსეთი „გაათამამა“. აღნიშნულთან დაკავშირებით მერკელმა განმარტა, რომ თუ ნატო ქვეყნებს ალიანსში გააწევრიანებდა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, „უკრაინისთვის უდიდესი ზიანი“ მიეყენებინა, როგორიც საქართველოს შემთხვევაში, ბუქარესტში დეკლარაციის მიღებიდან 6 თვეზე ნაკლებ დროში მოხდა. მერკელის თქმით, ამ შეჭრამ 21-ე საუკუნეში ევროპის პირველ ომს პროვოცირება გაუწია.
მედიის ცნობით, მერკელმა უკრაინაში ნატო-ს წევრობის დაბლოკვის მიზეზად სისტემური კორუფცია დაასახელა.
„პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს, უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ არ შეიძლება, უბრალოდ თქვა, „კარგი, ხვალ ჩვენ მათ ნატო-ში შევიყვანთ“. ეს არ იყო ის უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც პოლიტიკურად ძალიან გაყოფილი იყო. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია და როცა ქვეყანას ნატო-ში იღებ, უნდა იცოდე, რომ მზად ხარ, რეალურად დაიცვა ასეთი ქვეყანა, თუ იქნება თავდასმა“, - განაცხადა მერკელმა.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო