''ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს''
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლის მზაობა უკრაინელების ხასიათის თვისებაა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა, არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას, თუმცა მათ ეს აჩვენეს.
„უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა. ჩვენ არ დავნებდით რუსეთს. ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძლიერებით მეორე ჯარად ითვლებოდა მსოფლიოში. არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას. მაგრამ ეს მასშტაბი არის და ეს ჩვენი ხასიათის თვისებაა - მზაობა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს