"სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში იმყოფებიან"
უკრაინის სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან და კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
„მათი (სადაზვერვო სამსახურების) მეშვეობით ვსწავლობთ დაკავების პირობებს და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველანი იქნებიან აქ, კიევში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - აღნიშნა მონასტირსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა მაისში განაცხადა, რომ მარიუპოლის “აზოვსტალის” ტერიტორიიდან 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა. კიევი მათ დაბრუნებას ომის ტყვეების გაცვლის გზით გეგმავს, კრემლში კი აცხადებენ, რომ ჩაბარებულ მებრძოლებს „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეპყრობიან.“
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს