''სანქციები მიმართულია რუსი ხალხის წინააღმდეგ, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ'' - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის და რუსი ხალხის სიძულვილს ეფუძნება და მათ წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ. მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება სიძულვილს რუსეთის მიმართ - რუსების, მისი ყველა მცხოვრების მიმართ. რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა: „ჩვენ ვსჯით თქვენს უფროსებს, მაგრამ თქვენ, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო'',- სისულელეა.
რა არის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების და სხვა სახელმწიფო აქტივების დაკავების მიზანი? ეკონომიკის გაუარესება, რუბლისთვის დარტყმის მიყენება, ინფლაციის გაზრდა და მაღაზიებში ფასების ზრდა, რაც ნიშნავს ჩვეულებრივი რუსის ცხოვრების დონის გაუარესებას. იგივე ითქმის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ემბარგოს დაწესებაზე: ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სახელმწიფოს იძულება, უარი თქვას სოციალურ ვალდებულებებზე, ქალაქსა და ქვეყანაში გადასახადების გადამხდელებისთვის დარტყმის მიყენება“,- წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია