''რუსეთის შეჩერება ყველა ცივილიზებული ქვეყნის მისიაა - უნდა ვიჩქაროთ'' - მიხაილო პოდოლიაკი
რუსეთის ფედერაციის შეჩერება ყველა ცივილიზებული ქვეყნის მისიაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ომი უკრაინაში - ეს არის საკითხი, რომელიც მსოფლიოს ხვალინდელ ბედს გადაწყვეტს.
"რატომ აქცევს მსოფლიო უკრაინას უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე აფრიკას ან აღმოსავლეთს?" - ასეთი ნარატივის გავრცელებას ხელს რუსეთის გავლენის აგენტები უწყობენ. მხოლოდ ბარბაროსებს შეუძლიათ ტრაგედიების შეფასება. უკრაინის ომი არ არის ლოკალური კონფლიქტი. ეს არის საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ. რუსეთისთვის გამარჯვების ნების მიცემა არის პანდორას ყუთის გახსნა და კაცობრიობის უკან, ბნელ ხანაში დაბრუნება. ნებისმიერი ავტოკრატი შეძლებს ტერიოტორიული კონფლიქტების პროვოცირებას, ქვეყნების ხელში ჩაგდებასა და ერების განადგურებას. რუსეთის ფედერაციის შეჩერება ყველა ცივილიზებული ქვეყნის მისიაა, დროა, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ", - წერს პოდოლიაკი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი