რუსი სამხედროები ქალაქის 2/3-ზე არიან ლოკალიზებული, განადგურებულია საცხოვრებელი სახლების 90%
სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, „სასტიკი თავდაცვის ფონზე ქალაქში საცხოვრებლების 90% განადგურებულია“.
მისი თქმით, სევეროდონეცკი გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმის ქვეშ იყო, თუმცა არ დანებებულა.
„გუშინ ბრძოლები ქალაქის შესასვლელთან მოხდა. ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ორკების ავანგარდის შეჩერება, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქში შეჭრას. სევეროდონეცკი თავს იცავს. მტერი ქალაქის 2/3-ზეა ლოკალიზებული, მაგრამ ქალაქი ალყაში არ არის“, - განაცხადა სერგი ბრაჩუკმა.
მისივე ინფორმაციით, იბომბება აზოტის ქიმიური ქარხანა და არიან გარდაცვლილები, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე საწარმოს თანამშრომლებს შორის.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს