ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთს პასუხი ახლავე დაუბრუნოს და არ დაელოდოს მის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთს პასუხი ახლავე დაუბრუნოს და არ დაელოდოს მის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმისთვის მიმართვისას განაცხადა.
„ნუ ელოდებით სასიკვდილო გასროლებს, ნუ ელოდებით რუსეთის მიერ სპეციალური ქიმიური, ბიოლოგიური და ღმერთმა არ ქნას, ატომური იარაღის გამოყენებას. არ შეუქმნათ აგრესორს შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა მსოფლიო არ გაუწევს მას სათანადო წინააღმდეგობას. მაქსიმალურად დაიცავით თავისუფლება და ნორმალური, ყველასთვის სასარგებლო მსოფლიო წესრიგი“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, იმის მოლოდინში არიან რით დასრულება ეს ომი და როგორ შეაჩერებს უკრაინა უხეშ ძალას, რომელმაც გამოწვევის წინააშე დააყენა ყველაფერი, რასაც მსოფლიო აფასებს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი