"შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება არ სურს" - ანდრეი მელნიკი
რჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ სურს მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება.
ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა RND-სთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, Gepard-ის ტიპის 30 საზენიტო ტანკის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში ამერიკულ ავიაბაზა „რამშტაინზე“ გამართული სამიტისას აპრილის ბოლოს იქნა მიღებული, თუმცა უკრაინისთის ისინი ჯერ კიდევ არ მიუწოდებიათ.
„ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კანცლერს ამის გაკეთება არ სურს. არის მხოლოდ 7 თვითმავალი ჰაუბიცა, მაგრამ არ არის არც Gepard-ის ტანკები, არც Leopard 1, არც Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ყველა მათგანი ბუნდესტაგის მიერ უკვე ამოღებულია ექსპლუატაციიდან და შეიძლება გადაეცეს უკრაინას ისე, რომ გერმანიის თავდაცვისუნარიანობას ზიანი არ მიადგეს“,- განაცხადა მელნიკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვენიიდან T-72 ტანკების გადატანა ასევე დაბლოკილია, რადგან გერმანიამ მათ ადეკვატური ჩანაცვლება არ შესთავაზა.
მისი თქმით, ეს ჰგავს დროის გაწელვას შოლცის მხრიდან.
„იქმნება ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინის შთაბეჭდილება. მაშინ გაქრება ზეწოლა გერმანიიდან და აღარ იქნება გაბედული გადაწყვეტილებების საჭიროება. ეს არის მზაკვრული ლოგიკა, რომელიც ადამიანებს გასაჭირში ტოვებს", - განაცხადა მელნიკმა.
სიახლეები
- მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მთვარის ნიადაგიდან შესაძლებელია ჟანგბადის, წყლისა და საწვავის მიღება” - ჩინელი მეცნიერების მიგნება
- “ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს” - ტრამპი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსათვის
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო