"მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს" -მარიუპოლის მერი
მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერს და მარიუპოლელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
ბოიჩენკომ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საქართველოშიც ბევრი მარიუპოლელი იმყოფება და როგორ აპირებს უკრაინის მთავრობა თანამემამულეების დახმარებას.
ბოიჩენკოს თქმით, უკრაინაში გახსნილი დახმარების ცენტრების მსგავსად, საქართველოშიც შესაძლებელია, მარიუპოლელებისთვის მსგავსი ცენტრი გაიხსნას.
„ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა პუნქტები, სადაც ხდება მარიუპოლელების დახმარება. შევქმენით ისეთი ცენტრები, სადაც მარიუპოლელები ეხმარებიან მარიუპოლელებს. ეხმარებიან სამედიცინო, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიური კუთხით. იქ მუშაობენ ფსიქოლოგები. ეს ისეთი ცენტრებია, რომლებიც არა მხოლოდ ეხმარებიან ამ ადამიანებს, არამედ აჩენენ იმედს, რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ასეთ შესაძლებლობას, რომ ასეთი ცენტრი გავხსნათ საქართველოში, რათა მარიუპოლელებმა მხარდაჭერა იგრძნონ საქართველოშიც.
მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს. მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერს და მარიუპოლელებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი