ერევანში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა
ერევანში, საფრანგეთის მოედანზე, “წინააღმდეგობის მოძრაობის” მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა სომხეთის დედაქალაქში მრავალი ქუჩა გადაკეტეს. პოლიციამ 417 ადამიანი დააკავა, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვაჟი, ლევონ ქოჩარიანი.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ყოფილი გენერალური მდივნის, გენერალ-პოლკოვნიკ იური ხაჩატუროვის ვაჟი იგორ ხაჩატუროვიც დააკავეს.
შეგახსენებთ, 2 მაისიდან ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები იმართება. მათი მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი