რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს მხარს არ დაუჭერს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს.
როგორც ერდოღანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ქვეყნების დელეგაციები არ უნდა შეწუხდნენ თურქეთში ჩასვლით ნატო-ში წევრობის განაცხადის მხარდაჭერაში მის დასათანხმებლად.
„ისინი ორშაბათს თურქეთში მოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან? მაპატიეთ, მაგრამ თავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზე „კი“-ს მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი“, – განაცხადა ერდოღანმა, რომლის ციტატასაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის პარლამენტში ტერორისტები არიან წარმოდგენილი. კერძოდ, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან დაკავაშირებულ პირებს აძლევენ თავშესაფარს. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ფეთჰულა გიულენს კი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
„ამ ქვეყნებიდან არც ერთს აქვს მკაფიო, ღია დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ. როგორ შეგვიძლია მათი ნდობა?“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მანამდე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები თურქეთში გამგზავრებას გეგმავენ, რათა ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ანკარას წინააღმდეგობა განიხილონ.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები