''რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა'' - იენს სტოლტენბერგი
უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა. მან ვერ აიღო კიევი. ისინი უკან იხევენ ხარკოვის გარშემო. მათი მთავარი შეტევა დონბასში შეჩერებულია. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენმდივნის თქმით, უკრაინელები მამაცურად იცავენ საკუთარ სამშობლოს, ამაში კი მათ მოკავშირეები ეხმარებიან, რომლებმაც ოფიციალურ კიევს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება მიაწოდეს.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა შვედეთისა და ფინეთისთვის. ჩრდილო ევროპული ქვეყნების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მან "ისტორიული" უწოდა.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები