ომის დაწყებიდან 27 400 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული - უკრაინის გენშტაბი
უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 200 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა დაახლოებით 27 400 ადამიანს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განადგურდა კიდევ 2 ტანკი, 24 ჯავშანტექნიკა და ოთხი საარტილერიო სისტემა. ამასთან ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ერთი ვერტმფრენი, ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი და 28 მანქანა.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1 220 ტანკი, 2 958 ჯავშანმანქანა, 555 საარტილერიო სისტემა, 195 ზალპური სარაკეტო სისტემა, 84 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 200 თვითმფრინავი, 164 ვერტმფრენი, 2087 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13 ერთეული გემი/კატერი, 416 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 42 სპეცტექნიკა, 95 ფრთოსანი რაკეტა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"