ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის პრიორიტეტებზე ისაუბრა
ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარს ამ ომში იმდენი ჩამოგდებული თვითმფრინავი აქვს უკრაინული ძალების მიერ, რაც ათწლეულების მანძილზე მას არცერთ ომში ჰქონია.
,,დღეს ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ. რუსეთს, ათწლეულების განმავლობაში არც ერთ ომში ამდენი თვითმფრინავი არ დაუკარგავს. რუსეთმა თითქმის 27 000 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა წვევამდელი. რუსეთმა 3000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა დაკარგა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანები, ვერტმფრენები, დრონები და დაკარგა მისი, როგორც სახელმწიფოს პერსპექტივა. ფაქტობრივად, დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მიწა სწრაფად გავათავისუფლოთ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი