''რუსეთმა მსოფლიოსთვის უკრაინის შავი ზღვის პორტები უნდა გახსნას'' - დევიდ ბიზლი
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას, სანამ გლობალური კატასტროფა მოხდება.
„თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები“, - მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.
მისი თქმით, პორტები უნდა ამოქმედდეს მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.
„თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება და არ გაიხსნება, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს