ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. სოფელ ბელოგოროვკაში სკოლას თავს სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა აფარებდა, რომლებმაც ევაკუაცია ვერ მოასწრეს.
ამის შესახებ ინფორმაცის ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
„უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბელოგოროვკა, ცხელი წერტილია. ორკები თავდაცვის გარღვევას ცდილობენ, მიდის გამუდმებული ბრძოლები. დღეს რუსი მკვლელები იბრძოდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობასთან“,- განაცხადა გაიდაიმ.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავიდან ოკუპანტები ადგილობრივ კულტურის სახლს ბომბავდნენ, ადამიანებს აღარ დარჩათ თავშესაფარი, ამიტომ ისინი სკოლის შენობაში გადავიდნენ.
„რუსმა სამხედროებმა სწორედ სკოლას დაარტყეს და ადამიანების გადარჩენის შანსი წაართვეს“,- განაცხადა გაიდაიმ.
თავდასხმის მომენტში სკოლას თავს დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა. ნანგრევებიდან 330 ადამიანის ამოყვანა უკვე მოხერხდა. დაღუპულია 2 ადამიანი. სამძებრო - სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი