ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს და ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, - განაცხადა ლაიენმა.
ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.
ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი რანგის რუს სამხედრო ოფიცრებსა და სხვა პირებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
„ჩვენ ვიცით ვინც ხართ, თქვენ ამას ვერ გაექცევით“, - აღნიშნა ლაიენმა.
სანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი