''საკითხავია, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, რადგან ეს არ არის შემთხვევითი'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
,,გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და უყოყმანოდ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები სავარაუდოდ, თავად ებრაელებს შორის იყვნენ და რომ ჰიტლერს თითქოს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლება ამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წინა დღეს? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი დიპლომატი ნაცისტურ დანაშაულში ებრაელ ხალხს ადანაშაულებს. კიევში, ბაბინ იარზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსული დაბომბვებისგან, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი უბრალო ადამიანების სიკვდილის შემდეგ, მათი მინისტრის ანტისემიტური მიმართულება ნიშნავს, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი დაივიწყა, ან იქნებ მათ ეს გაკვეთილები არასოდეს უსწავლიათ", - განაცხადა ზელენსკიმ ზელენსკიმ დასძინა, რომ საინტერესოა, თუ როგორი გაგრძელდება ისრაელის ელჩის დიპლომატიური მისია მოსკოვში.
მისი თქმით, ლავროვის განცხადებები შემთხვევითი არ არის.
,,საკითხავია, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, მათი ახალი პოზიციის გაცნობის შემდეგ? დარჩება თუ არა რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში? იმიტომ რომ ეს არ არის შემთხვევითი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ,,ჰიტლერიზმის დიდი მცოდნის" სიტყვები შემთხვევითი არ არის", - დასძინა ზელენსკიმ უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ლავროვის სიტყვები არ არის შემთხვევითი, რადგან რუსეთი ,,ფილტრაციის ბანაკებს" ქმნის, სადაც ადამიანებს აწამებენ, აუპატიურებენ, კლავენ და ა.შ.
შეგახსენებთ, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუს დროს, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს“. ისრაელმა ლავროვის კომენტარი დაგმო და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები