''მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს'' - წითელი ჯვარი
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.
„ICRC ადასტურებს, რომ უსაფრთხო გადაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს გაეროსა და კონფლიქტის მხარეებთან კოორდინირებულად“, - აღნიშნა სპიკერმა.
წითელი ჯვარი მეტ დეტალს არ ასახელებს, რადგან ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობისა და კოლონის უსაფრთხოებას.
როგორც მედია წერს, დეტალებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება კონტაქტშია მშვიდობიან მოსახლეობასთან.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს