მედიის ცნობით, თურქეთის პოლიციამ დააკავა ათობით ადამიანი, რომლებიც სტამბოლში შრომის დღესთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე შეკრებას ცდილობდნენ
თურქეთის პოლიციამ დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებიც სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღესთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე შეკრებას ცდილობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დემონსტრანტები მაღალი ინფლაციით გამოწვეული ეკონომოკური პრობლემების წინააღმდეგ გამოვიდნენ. როგორც მედია წერს, სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა პირველ მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ქალაქის ერთ რაიონში დაუშვა, სხვა ლოკაციებზე კი შეკრებები არასანქცირებულად და უკანონოდ გამოაცხადა.
ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, პოლიციამ 30 ადამიანი დააკავა სტამბოლის ბეშიქტაშის რაიონში, 22 კი – სისლის რაიონში.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისის მონაცემებით, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში დააკავეს 164 ადმიანი, რომლებიც „უკანონო დემონსტრაციის გამართვას ცდილობდნენ“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს