"მაისში ვაცხადებთ ტენდერს, წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი" - ირაკლი ღარიბაშვილი
წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია, ჩვენ ეს დოკუმენტი უკვე დავამტკიცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავლის, ხვალინდელი დღის წყალტუბო.
„ეს რაც შეეხება ზოგადად გენგეგმას. მეორე – მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე – წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე. ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში. ჩვენ მაისში უკვე ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები და გვაქვს დიდი მოლოდინი, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები