''ხერსონი 10 დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს'' - ვანო ნადირაძე
მონღოლეთის იმპერიის შემდეგ, რუსეთს ტაქტიკა არ შეცვლილა. სადაც ცოცხალი ძალით ვერაფერს აღწევს, უკვე დაშინების პოლიტიკას აწარმოებს. არ აქვს ცოცხალი ძალის რესურსი.
ერთადერთი ის დარჩა, უმისამართო სროლით დააშინოს მოსახლეობა, - ამის შესახებ უკრაინიდან ჩართვისას ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსები კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებით 6 დღე ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას, თუმცა, ეს შეტევა უშედეგოდ დასრულდა.
ქართველი მებრძოლის შეფასებით, დღეს უკვე რუსეთის მხრიდან უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესაძლებლობა აღარ არსებობს.
„უკვე მოხდა უკრაინელი ჯარისკაცების საფრანგეთში გადამზადება ახალ არტილერიაზე, რასაც გვაწვდიან. უკრაინა განახორციელებს ძალიან კარგ კონტრ-შეტევას და ხერსონი 10 დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს. უკრაინული მხარე ჩქარობს, რომ ხერსონის მხარე, რაც შეიძლება სწრაფად იყოს განთავისუფლებული.
რუსებს უნდოდათ იზიუმის მიმართულებიდან დაეწყოთ შეტევა კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებით. 6 დღე ცდილობდნენ ამ შეტევის განხორციელებას. ეს შეტევები ჩაუფლავდათ, ერთი მეტრით ვერ გადაიწიეს წინ. ასე რომ, უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის მცდელობას გამოვრიცხავ იმ რესურსით, რაც რუსეთს დარჩა. ერთადერთი, რაც აქვს და ისიც 30%-ია, როგორც ამბობენ, ეს არის სარაკეტო დარტყმები, რომელსაც ისინი მშვიდობიან ქალაქებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე ახორციელებენ წყალქვეშა ნავებიდან, რომლების შავ ზღვაშია.
მონღოლეთის იმპერიის შემდეგ, რუსეთს ტაქტიკა არ შეცვლილა. სადაც ცოცხალი ძალით ვერაფერს აღწევს, უკვე დაშინების პოლიტიკას აწარმოებს. არ აქვს ცოცხალი ძალის რესურსი. ერთადერთი ის დარჩა, უმისამართო სროლით დააშინოს მოსახლეობა“, - განაცხადა ვანო ნადირაძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი