"რუსეთი ღირსეულად უპასუხებს რთულ გამოწვევებს და საფრთხეებს, თავდაჯერებულად გაივლის ყველა გამოცდას"
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევასა და საფრთხეს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ადამიანების ასეთი ერთობა ძალიან ძვირფასია და იძლევა იმის გარანტიას, რომ რუსეთი ღირსეულად უპასუხებს ყველაზე რთულ გამოწვევებს და საფრთხეებს. თავდაჯერებულად გაივლის ყველა გამოცდას“, - განაცხადა პუტინმა.
კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთს ახსოვს დასავლეთი როგორ ახალისებდა ტერორისტებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცდილობდა რუსეთის დანგრევას.
„გვახსოვს დასავლეთის სახელმწიფოები 90-იან, 2000-იან წლებში როგორ ახალისებდნენ ტერორისტებს და ბანდიტებს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლებიც სპეკულირებდნენ ჩვენი წარსულის პრობლემებით, ჩვენი წარსულის უსამართლობებით... ამას აკეთებდნენ არა იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად ვყოფილიყავით, სრულიადაც არა. იმისთვის აკეთებდნენ, რომ წარსულის პრობლემები დღევანდელ ცხოვრებაში გადმოეტანათ, ჩვენ ქვეყანაში სეპარატისტული განწყობის სტიმულირებისთვის, რათა საბოლოო ჯამში დაენაწევრებინათ და დაეშალათ ჩვენი ქვეყანა“ , - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერ შეეგუენ იმას, რომ რუსეთმა შეძლო გადარჩენა.
პუტინის განცხადებით, ისეთი მასშტაბური ქვეყანა, როგორიც რუსეთია, არავის სჭირდება, ის დასავლეთისთვის საფრთხეა, თუმცა, ისინი [დასავლეთი] თავად წარმოადგენენ საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ