"პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა" - ჯო ბაიდენი
პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.
„პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას“,- წერს ბაიდენი.
მისი თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ერთობა უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.
„ჩვენი ერთობა შინ და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს: ის ვერასოდეს შეძლებს უკრაინაზე გაბატონებას და მის ოკუპაციას. ეს არ მოხდება“, - წერს ბაიდენი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს