''მაკრონს ვუთხარი, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა გენოციდი - ჩამოვიდეს, ნახოს და ყველაფერს გაიგებს'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, - ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მაკრონი იმისთვის მიიწვია, რათა მას გაეგო, რომ "აქ გენოციდია და არა მხოლოდ ომი".
„ვფიქრობ, მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რათა რუსეთი დიალოგის პროცესში ჩაერთოს. მას ვუთხარი: ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია თუ არა გენოციდი. შეძლებისამებრ ჩამოვიდეს, ნახოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს