რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - კრეისერი "მოსკოვი" ჩაიძირა
რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსული „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.
"სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ხომალდზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხანძარი უკრაინული იერიშის შედეგად მოხდა.
კრეისერი „მოსკოვი“ სწორედ ის რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: „Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ