''ერთიანობა ჩვენი ძალაა - ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე'' - ლიეტუვის პრეზიდენტი
ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საკუთარ "ტვიტერ" გვერდზე დაწერა.
"ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის ადვოკატირებას და ამ გმირული ერს ომის საშინელებების დაძლევაში დახმარებას.
ერთიანობა ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე“, - წერს გიტანას ნაუსედა.
დღეს პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
სიახლეები
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს
- უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა