''რუსეთის პრეზიდენტი უგუნურია'' - ბარაკ ობამა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ დაუფიქრებლად მოქმედებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც საკუთარი ხალხის, ასევე სხვების მიმართ. რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში შეჭრისას, არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი უგუნურია ისე, როგორც არ მოელოდით რვა, ათი წლის წინ, მაგრამ საფრთხე ყოველთვის იყო“, - დასძინა ობამამ.
ყოფილმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა პირდაპირი პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა სხვაგვარად პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, მათ შორის, მაშინ, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.
ობამამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „საკუთარი დემოკრატია არ მივიღოთ, როგორც მოცემულობა" და "დავდგეთ მათთან ერთად, ვისაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სჯერა".
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი