რომის პაპი - გადაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი, მაგრამ არა იმისთვის, რომ ხელახლა დატენოთ და ისევ დაიწყოთ ბრძოლა
რომის პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას სააღდგომოდ დაზავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.
„გადაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი, მაგრამ არა იმისთვის, რომ ხელახლა დატენოთ იარაღი და ისევ დაიწყოთ ბრძოლა, არა. ზავი, რომლითაც მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით მივალთ და ასევე, მზად იქნებით გარკვეული მსხვერპლისთვის ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის დასრულებისკენ. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უკრაინაში ჩასვლის მზადყოფნაც გამოთქვა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს