რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ რუბეჟნოესთან ახლოს აზოტმჟავის ავზზე თავდასხმა განახორციელეს
ქალაქ რუბეჟნოესთან ახლოს ორკები კვლავ თავს დაესხნენ აზოტმჟავის ავზს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი სერგი გაიდაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მან მოსახლეობას თავდასხმის დროს მოქცევის წესები აუხსნა.
“ისევ ქიმიური შეტევა. არ გამოხვიდეთ სამალავიდან! თუ შენობაში ხართ - დახურეთ კარები და ფანჯრები! მოამზადეთ სოდის ხსნარში დასველებული სახის დამცავი ნიღბები. პირველი დახმარება: თუ აზოტის მჟავა მოგხვდათ თვალებში, ჩამოიბანეთ ის წყლით 10-30 წუთის განმავლობაში. კანთან შეხების შემთხვევაში - დაიბანეთ დაზიანებული ადგილი წყლით, დაამატეთ სოდა, საპონი“ , - აცხადებს გაიდაი.
მისივე ინფორმაციით, აზოტის მჟავის დაახლოებით სამი ტონა ნარჩენი იყო. როგორც ის ამბობს, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე