საფრანგეთი მზად არის რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს
საფრანგეთი მზად არის რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა CNN - განუცხადა.
ფინანსთა მინისტრმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და განაცხადა, რომ საფრანგეთს აღარ სურს ლოდინი. მინისტრის განმარტებით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა „თამაშის წესებს შეცვლის“, თუმცა ამასთან განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სფეროში უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად ევროპაში ერთიანობა აუცილებელია.
„რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ უფრო შორს წავიდეთ და მივიღოთ ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდგომი ნაბიჯები და შემდგომი განხილვა ამ საკითხზე იქნება კონცენტრირებული - რუსული ნავთობის აკრძალვაზე“,- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს