ვასწორებთ წარსულის შეცდომებს - ბორის ჯონსონი
ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული. ვერ დავუშვებთ, რომ მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული,
- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ბირთვული ენერგიის გამომუშავების მიზნით მომავალი 8 წლის განმავლობაში 8 რეაქტორის მშენებლობა იგეგმება.
“სწორედ ამიტომ, ვასწორებთ წარსულის შეცდომებს. ჩვენ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს წინ იმის უზრუნველსაყოფად, რომ წელიწადში ერთი რეაქტორი ავაშენოთ მომავალი 8 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვგეგმავთ დამატებით 8 რეაქტორის აშენებას. ვგეგმავთ დიდ პროექტებს, რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს სუფთა, მწვანე და სანდო ბირთვული ენერგია, 24 გიგავატი ენერგია 2050 წლისთვის.“- აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
სიახლეები
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს
- უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა