"ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, არ გააგზავნის ჯარებს, მაგრამ სხვადასხვა გზით მხარს დაუჭერს უკრაინას"
ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, არ გააგზავნის ჯარებს, მაგრამ სხვადასხვა გზით მხარს დაუჭერს უკრაინას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს ძირითადი პასუხისმგებლობა ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვაა.
„მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ, რომ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უზრუნველყოფენ მხარდაჭერით. ამავდროულად, ნატო-ს ძირითადი პასუხისმგებლობა არის წევრების დაცვა და ამ კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში ესკალაციის თავიდან არიდება. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებული ვართ ესკალაციის რისკის მართვაზე. ასევე, ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ მზად ვართ, დავიცვათ ყველა წევრი არა კონფლიქტის გამოსაწვევად, არამედ მის ასარიდებლად.
აღნიშნულის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში 40 ათასი ჯარისკაცი გადავისროლეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე და დავამატეთ მეტი ჯარი ეროვნული ძალებიდან. მაგალითად, აშშ-ის მეტი ძალები ევროპაში, რაც საჭიროა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ ესკალაცია. ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, ნატო არ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში, მაგრამ ამავდროულად, მხარს დავუჭერთ უკრაინას სხვადასხვა გზით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა