ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა
ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სანქცირებული „ფიზიკური პირებისა და სუბიექტების“ ჯამური რაოდენობა დაახლოებით 600-მდეა.
უახლესი სანქციები შეეხება ცნობილ რუს ბიზნესმენებს, მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ დმიტრი გრიგორენკოს, ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს და რუს პოლიტიკოსს ალექსანდრე ბაბაკოვს.
ამავე სასანქციო სიაში მოხვდა გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მარიუპოლში თეატრის დაბომბვაზე.
„სანქციების ეს ბოლო რაუნდი რუსეთის მიერ ბუჩასა და კიევის გარშემო სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების გამოვლენას მოჰყვა“, - ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ოფიციალური კანბერა უმკაცრესად გმობს ამ სისასტიკეს.
"საშინელება, თითქმის ენით აუწერელია და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ავსტრალიელებს შეუძლიათ იამაყონ იმ ძალისხმევით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად", - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოსადგურს.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე