ველოდები, რომ გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი ნატო-ს პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან მეტი გაკეთონ ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან.
„ველოდები, რომ ჩვენ ასევე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და შეჭრის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის. პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს გააძლიერონ გამძლეობა და ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენცია განახორციელონ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში ნატოს ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.
სიახლეები
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს
- უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა