"პუტინი ომის დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ არ მჯერა, რომ თქვენი სახელით მოქმედებს" - ბორის ჯონსონმა რუს ხალხს რუსულად მიმართა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც მიმართულია რუსი საზოგადოებისთვის.
ვიდემიმართვაში ბრიტანეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სისასტიკეს სჩადიან - მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას და გაუპატიურებას.
ვიდეოში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმა თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა, ის მოუწოდებს რუსებს გამოიყენონ VPN ინტერნეტი, რათა "დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ" და სიმართლე შეიტყონ.
"თქვენ იმსახურებთ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ ფაქტებს",- განაცხადა მან.
მიმართვის ბოლოს რუსულად საუბრისას, პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ მას არ სჯერა, რომ პრეზიდენტი თავისი ხალხის სახელით მოქმედებს.
სიახლეები
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს
- უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა